27 აპრილი 2024,   08:47
ვრცლად
გაერთიანების იდეით ნამდვილად გამოვედით, მაგრამ არა მექანიკური - გიორგი ვაშაძე ერთიანი კანდიდატის დასახელებაზე

პოლიტიკური ერთობა ახალი საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძე, ოპოზიცური სპექტრის ერთი კანდიდატის გარშემო გაერთიანების იდეის ჩაშლას აფასებს.

„გაერთიანების იდეით ნამდვილად გამოვედით, მაგრამ არა მექანიკური, არამედ გაერთიანება პრაიმერის და იდეების გარშემო, რომ ამომრჩეველს გადაეწყვიტა, ვინ უნდა ყოფილიყო საერთო კანდიდატი,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძემ აღნიშნა, რომ საერთო კანდიდატის დასახელების მიზანს მმართველ გუნდთან გაერთიანებული ძალებით ბრძოლა წარმოადგენდა.

 

დღის ამბები