27 აპრილი 2024,   05:34
ვრცლად
ღარიბაშვილის მთავრობის დროს სახანძრო მანქანების შესყიდვაზე გამოცხადებული და 3 კვირაში შეწყვეტილი ტენდერი

გამოცხადებული, თუმცა შემდეგ შეწყვეტილი ტენდერის მიხედვით, საქართველოს რამდენიმე ათეული სახანძრო მანქანით მეტი უნდა ჰყავდეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ჯერ კიდევ 2015 წლის ნოემბერში 84 სახანძრო მანქანის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერი მეხანძრეების გადამზადებას და ახალი სახანძრო მანქანების შეძენას გულისხმობდა, მათ შორის, სპეციალურად ტყის ხანძრებთან მებრძოლი მანქანების შეძენას.

შესყიდვის ჯამური ღირებულება 41 მილიონ 972 ათასი ლარი იყო. შესყიდვა მთავრობის განკარგულების საფუძველზე გამოცხადდა, მაგრამ სამ კვირაში ეს ტენდერი შეწყდა.

სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში მიზეზად ახლადაღმოჩენილი გარემოებაა დასახელებული, მაგრამ დეტალურად არ არის განმარტებული, რა გარემოება დაედო საფუძვლად ტენდერის გაუქმებას. 

ავტორი: ლაშა კვესელაძე. 

დღის ამბები