27 აპრილი 2024,   05:38
ვრცლად
"ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად"- უკრაინის შსს-ს კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სააკაშვილზე საუბრობს

მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე გადასვლასთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლების მიერ ცოტა ხნის წინ პირველი ოფიციალური განცხადება გაკეთდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი არტემ შევჩენკო აცხადებს, რომ სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ საზღვრის გარღვევაზე რეაგირებას მოახდენენ.

"ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად"- განუცხადა შევჩენკომ საინფორმაციო სააგენტოებს. 

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ინციდენტის შედეგად ეროვნული პოლიციისა და სასაზღვრო სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა საზღვარი გაარღვიეს და საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინაში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები