27 აპრილი 2024,   04:16
ვრცლად
„მნიშვნელოვანია იყოს დეტალური და ჯეროვანი პროცესი," - იან კელი უკრაინაში განვითარებულ პროცესებს აფასებს

„მნიშვნელოვანია იყოს დეტალური და ჯეროვანი პროცესი, რადგან ამ პროცესში ჩართულია სამართლებრივი კუთხეც,“ - ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ უკრაინაში განვითარებული პროცესების შეფასებებისას გააკეთა.

იან კელი გამჭვირვალე სამართლებრივი პროცესის აუცილებლობაზე საუბრობს.

„ჩვენ გვაქვს ძლიერი პარტნიორობა როგორც საქართველოსთან, ასევე უკრაინასთან. მე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში და კომენტარს ვერ გავაკეთებ იმ ინციდენტზე, რაც უკრაინაში მოხდა. ვიტყვი ერთს, რომ მნიშვნელოვანია იყოს დეტალური და ჯეროვანი პროცესი, რადგან ამ პროცესში ჩართულია სამართლებრივი კუთხეც. უნდა იყოს გამჭვირვალე და სათანადო სამართლებრივი პროცესის აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად,“ - განაცხადა იან კელიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები