27 აპრილი 2024,   07:09
ვრცლად
პრეზიდენტის შეთავაზება ოპოზიციას - კონსტიტუციაზე მუშაობა შესაძლოა გაგრძელდეს

პრეზიდენტმა ოპოზიციას კონსტიტუციის არსებულ ვერსიაზე მუშაობა შესთავაზა. გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციას სთავაზობს, პარლამენტის მიერ 2 მოსმენით უკვე მიღებულ ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა მაინც გააგრძელონ და ხელისუფლებას ტექსტის საკუთარი, მეტ-ნაკლებად მისაღები რედაქცია წარუდგინონ. თუმცა უცნობია, ამას პრეზიდენტი და ოპოზიცია სექტემბრის ბოლომდე გააკეთებენ, ვიდრე „ქართული ოცნება“ ახალი კონსტიტუციას ერთპარტიულად მესამე მოსმენით დაამტკიცებს, თუ მას შემდეგ.

„დღეს ვართ ისეთ ვითარებაში, რომ ქართული სახელმწიფოს იმიჯი, იმ სფეროში, რომელსაც ჰქვია საერთაშორისო თანამეგობრობა იქნა შელახული იქიდან გამომდინარე, რომ იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ჩვენ, ჩვენ პოლიტიკურ კულტურას, ჩვენს საზოგადოებას არ შეუძლია მივიდეს თანხმობამდე. ეს ვითარება, როგორც საზოგადოებამ, როგორც პოლიტიკურმა კულტურამ, როგორც ქართულმა სახელმწიფო უნდა გამოვასწოროთ. შევთავაზოთ უკვე ჩამოყალიბებული კონსესუსური ვარიანტი მმართველ პოლიტიკურ ძალას. ამოსავალი ამ შეხედულებაში, ჩემი აზრით, არის შემდეგი: მე გიწვევთ, რომ ვიმუშაოთ კონსტიტუციის  არსებულ კანონპროექტზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ კონსესუსისკენ მივდივართ. მოვინიშნოთ ის ძირითადი პუნქტი, რომლებიც ძირითადი წინააღმდეგობის თემა იყო, დავწეროთ ჩვენი ვერსია, ის რომელზეც შეთანხმებით თქვენ, მიუხედავათ იმისა, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ხართ და ეს შევთავაზოთ მმართველ პოლიტიკურ ძალას, როგორც გამოსავალი,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები