27 აპრილი 2024,   08:55
ვრცლად
აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტების დროს დაღუპულებს იხსენებენ

შეერთებულ შტატებში 11 სექტემბრის ტერაქტების დროს დაღუპულებს იხსენებენ. გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით უკვე მიაგეს პატივი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ.

თეთრ სახლში გამართულ ცერემონიას პრეზიდენტის რანგში დონალდ ტრამპი პირველად უძღვებოდა. გიგანტური სახელმწიფო დროშა გამოკიდეს პენტაგონის შენობაზეც.

მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე საზარელი ტერაქტიდან 16 წელი გავიდა. 2001 წლის 11 სექტემბერს ალქაიდას 19-მა ტერორისტმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა.

ორი ლაინერი გამტაცებლებლმა ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს, მესამე კი პენტაგონს შეაჯახეს, მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის შტატში, მინდორში ჩამოვარდა. ტერაქტებს სამი ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები