27 აპრილი 2024,   03:24
ვრცლად
ქარიშხალ "ირმასგან" დაზარალებულ ფლორიდაში მიყენებულ ზარალს ითვლიან

ქარიშხალ "ირმასგან" დაზარალებულ ფლორიდაში მიყენებულ ზარალს ითვლიან. შტატში მასშტაბური აღდგენითი სამუშაოები იწყება.

განსაკუთრებით რთული ვითარება მაიამიში, სადაც ქუჩები ამ დრომდე დატბორილია. სტიქიას ბოლო მონაცემებით, 4 ადამიანი ემსხვერპლა.

შტატის მოსახლეობის 62 პროცენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მას შემდეგ, რაც ქარიშხალმა ფლორიდას გადაუარა, ის შესუსტდა და ტროპიკული შტორმი გახდა.

შეერთებული შტატების სანაპირომდე, სტიქია კუბასა და კარიბის ზღვის ქვეყნებს დაატყდა თავს, სადაც 37 ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები