27 აპრილი 2024,   06:54
ვრცლად
დაკვამლიანება მეტროში - საბურთალოს ხაზის მუშაობა შეჩერებულია

ძაბვის ვარდნამ თბილისის მეტროში მატარებლების მოძრაობა შეაფერხა. იყო ასევე დაკვამლიანებაც.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით,  საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. ადგილზე სპეციალური ტექნიკური ჯგუფი სიტუაციის შესაფასებლად არის გასული. 

პირველი ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

 

დღის ამბები