27 აპრილი 2024,   07:52
ვრცლად
კახა კალაძის სკანდალური ვიდეორგოლი - „ენმ“-ის პოლიტსაბჭოს წევრი კახი კალაძის საარჩევნო კლიპში აღმოჩნდა

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის საარჩევნო რგოლი პოლიტიკური ოპონენტების ყურადღების ცენტრში მოექცა. კახა კალაძის საარჩევნო კლიპის ერთ-ერთი მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი და პარტიის ყოფილი დეპუტატია.

ვახტანგ ლემონჯავა ყვება, რომ რამდენიმე დღის წინ ტრადიციულად სკვერში ვარჯიშობდა, როდესაც გადამღები ჯგუფი უკრაინის ინტერნეტ ტელევიზიის სტატუსით გაეცნო და ქალაქის ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან დაკავშირებით, როგორც რიგითი მოქალაქე, ჩაწერეს. რამდენიმე დღეში კი ”ნაციონალური მოძრაობის წევრმა” საკუთარი ინტერვიუ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კლიპში სახელწოდებით ”ჩემი ხმა კახის” ნახა.

ვიდეორგოლი ინტერნეტიდან მას შემდეგ გაქრა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ინტერნეტ სივრცეში მისთვის გაუგებარ შემთხვევასთან დაკავშირებით კრიტიკული პოსტი დაწერა.

საკუთარი თავი პოლიტიკურ ვიდეორგოლში შემთხვევით აღმოაჩინა ზურაბ კალანდიამაც. კალანდიამ ვიდეოს ნახვისთანავე ეს ფაქტი სოციალურ ქსელში მწვავედ გააკრიტიკა. თვლის, რომ მისი უფლებები დაირღვა, რადგან მისი ასოცირება კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან მისი ნებართვის გარეშე მოხდა.

მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ საარჩევნო კამპანია სახელწოდებით ”ჩემი ხმა კახის” მისი მხარდამჭერი არ არის და არც პოლიტიკურია. ვიდეო რგოლების ჩაწერის და გავრცელების მიზანი კი ქალაქის პრობლემების მოსმენაა.

 

დღის ამბები