26 აპრილი 2024,   23:04
ვრცლად
კალაძის გავლენები ურბანულ პოლიტიკაზე - "არქი ჯგუფისა" და კალაძის ბიზნეს კავშირები ყურადღების ცენტრში მოექცა

თბილისის მერიამ კახი კალაძის კომპანიის სახელზე რვა-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა გასცა. თუმცა, ნუცუბიძის 131 ნომერში კანონით დაბალსართულიანი სახლების მშენებლობაა ნებადართული.

ნებართვის მიღების შემდეგ კახი კალაძემ ტერიტორია „არქი ჯგუფზე“ გაასხვისა. „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ილია წულაიაა, რომელიც ნუცუბიძის ქუჩაზე მშენებლობასთან კალაძის კავშირს უარყოფს.

ნუცუბიძის ქუჩაზე 271 კვადრატული მეტრის შეძენა და მშენებლობის ნებართვის მიღება კახა კალაძეს ნახევარ მილიონამდე ლარი დაუჯდა. საჯარო რეესტრის მონაცემებში კი ვკითხულობთ, რომ კალაძემ ქონება „არქის“ თითქმის 13-ჯერ ნაკლებ ფასად 38 ათას ლარად დაუთმო.

ნუცუბიძის კორპუსი არ არის კახა კალაძის და „არქი ჯგუფის“ კავშირების დამდასტურებელი ერთადერთი საქმე. ირკვევა, რომ მინდელის ქუჩაზე „არქიმ“ ტერიტორიის შესყიდვა მას შემდეგ შეძლო, რაც ეს ნაკვეთი კალაძის დაფუძნებულმა და შემდეგ გასხვისებულმა „უშბა დეველოპმენტმა“ პრემიერ-მინისტრის განკარგულებით სხვა ტერიტორიებში გაცვლის შედეგად მიიღო.

„უშბა დეველოპმენტი“ კი, რომლის დირექტორიც კალაძის გარემოცვის უახლოესი წევრი ილია კეჭაყმაძეა, წარსულში „კალა დეველოპმენტის“ სახელით ოპერირებდა.

დღის ამბები