27 აპრილი 2024,   05:10
ვრცლად
ბიუჯეტი ადგილობრივ მოხელეებზეა გადანაწილებული - რუსთავის მერობის კანდიდატი ბურჯანაძის ბლოკიდან

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს მერობის კანდიდატი რუსთავში, ჯაბა დუგლაძე, რუსთავში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

„ერთია მხოლოდ გასაკეთებელი ამ ეტაპზე სასწრაფოდ, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს მმართველობის პოლიტიკური სისტემა,“ - განაცხადა ჯაბა დუგლაძემ.

მისი თქმით, პარტიის პროგრამა თითოეული რუსთაველის პრობლემაზეა გათვლილი.

„იმის ნაცვლად, რომ ბიუჯეტი მოხმარდეს ადგილობრივ მოსახლეობას, ის ადგილობრივ მოხელეებზეა გადანაწილებული სულ, ამას უნდა დაესვას წერტილი,“ - განაცხადა ჯაბა დუგლაძემ. 

დღის ამბები