27 აპრილი 2024,   03:42
ვრცლად
ბავშვის მიმართ ჩადენილი სქესობრივი ხასიათის დანაშაულისთვის ძებნილი პირის აშშ-ში ექსტრადიცია საქართველოს პროკურატურამ განახორციელა

საქართველოს პროკურატურამ ამერიკის საელჩოსთან ერთად, ბავშვის მიმართ ჩადენილი სქესობრივი ხასიათის დანაშაულებთან დაკავშირებით ძებნილი პირის აშშ-ში ექსტრადიცია განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მთავარი საგამოძიებო უწყების ცნობით, უზბეკეთისა და ისრაელის მოქალაქე ნიუ-იორკში ჩადენილი დანაშაულისთვის 2012 წლიდან იძებნებოდა და ქართველმა  სამართალდამცველებმა ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების თხოვნის საფუძველზე თბილისში 2016 წლის დეკემბერში დააკავეს.

„საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით ბ.მ.-ს ექსტრადიცია მიმდინარე წლის 8 სექტემბერს განხორციელდა და იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში სასამართლოს წინაშე წარდგება,“- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

დღის ამბები