27 აპრილი 2024,   06:47
ვრცლად
რუსეთის სწავლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის საფრთხის შემცველი - გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სასწავლო სამხედრო წვრთნა მიმდინარეობს. აფხაზეთის რეგიონის მიმდებარედ ოკუპანტის 49-ე არმიამ სასწავლო განგაში გამოაცხადა, სწავლებაში მონაწილეობას 2000 სამხედრო მონაწილეობს.

გენერალ-მაიორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ვლადიმერ ჩაჩიბაია აცხადებს, რომ ეს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა.

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 49-ე არმიამ გამოაცხადა საბრძოლო სასწავლო მზადყოფნა. ამაში აფხაზეთში დისლოცირებული მეშვიდე ბაზაც არის ჩართული. გამოცხადებული არის სასწავლო განგაში. მონაწილეობას იღებს 2000 სამხედრო მოსამსახურე, 300 პიროტექნიკა. აღნიშნული სწავლება არის არაკონსტიტუციური, ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები და რა თქმა უნდა, არის საფრთხის შემცვლელი,“ - აცხადებს ვლადიმერ ჩაჩიბაია.

დღის ამბები