27 აპრილი 2024,   02:58
ვრცლად
ევროკომისიის პრეზიდენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ერთიანობისკენ მოუწოდებს

ჟან კლოდ იუნკერი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ერთიანობისკენ მოუწოდებს. დღეს ევროკომისიის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტში. ერთსაათიანი მიმართვის დროს, მან ევროკავშირის გამოწვევებზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ დღეს არსებობს შანსი, რომ ორგანიზაცია უფრო ერთიანი და ძლიერი გახდეს.

ჟან კლოდ იუნკერმა Brexit-ის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლას მალე ინანებს.

ევროკომისიის პრეზიდენტის შეფასებით, შარშანდელი რეფერენდუმის გამო, ევროკავშირი სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა და Brexit-ის გარდა, ევროპაში პოპულიზმთან და მიგრანტების კრიზისთან გამკლავებაც უწევს.

დღის ამბები