27 აპრილი 2024,   03:58
ვრცლად
შვედეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო სწავლება მიმდინარეობს

შვედეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო სწავლება მიმდინარეობს. გადაწყვეტილება ქვეყანაში, რომელიც ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და თავდაცვის დანახარჯებს ამცირებდა, რუსეთის სამხედრო ძალის გაძლიერების გამო მიიღეს.

წვრთნაში 19 ათასი ჯარისკაცი მონაწილეობას და ის ნატოს წევრი ქვეყნების, მათ შორის, შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და ნორვეგიის მხარდაჭერით იმართება.

მანევრების დროს ბალტიის ზღვაში მდებარე შვედეთის კუნძულზე მოდელირებულ თავდასხმას ახორციელებენ და მის მოგერიებაში ვარჯიშობენ.

დღის ამბები