26 აპრილი 2024,   23:01
ვრცლად
მალაიზიის დედაქალაქში რელიგიური სასწავლებელი დაიწვა - 24 ადამიანი დაიღუპა

მა​ლაიზიის დედაქალაქში რელიგიური სასწავლებელი დაიწვა. ხანძრის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა. უმეტესობა მოსწავლეა, რომლებმაც საერთო საცხოვრებლიდან გამოსვლა ვერ მოახერხეს, რადგან ფანჯრებზე გისოსები იყო დამაგრებული.

ცეცხლი შენობაში დილის 5 საათზე გაჩნდა, იმ დროს ბავშვებს ჯერ კიდევ ეძინათ. ხანძარი ზედა სართულებს სწრაფად მოედო და სახურავზეც გავრცელდა. მაშველებმა მისი ლოკალიზება ერთ საათში მოახერხეს. ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.

დღის ამბები