05 მაისი 2024,   22:25
ვრცლად
ლონდონის მეტროში მომხდარ აფეთქებას პოლიციამ ტერორისტული აქტი უწოდა

ლონდონის მეტროში მომხდარ აფეთქებას პოლიციამ ტერორისტული აქტი უწოდა. აფეთქება "პარსონს გრინის" მეტროს სადგურთან მატარებლის ვაგონში დღეს დილით მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა სუპერმარკეტის ჩანთაში, კონტეინერში იყო მოთავსებული. დაშავდა 10 ადამიანი. მომხდარის გამო მგზავრები პანიკამ მოიცვა, რასაც ჭყლეტაც მოყვა. რამდენიმე მგზავრი სწორედ ჭყლეტის დროს დაშავდა.

აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც მატარებელი სადგურზე შედიოდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და გამნაღმველთა ჯგუფები მივიდნენ. გავრცელდა ცნობა, რომ მეორე ბომბიც იპოვეს. თუმცა, პოლიციამ ეს ინფორმაცია უარყო.

მეტროს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. დაიხურა ახლოს მდებარე სამი სადგური. ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები