27 აპრილი 2024,   02:11
ვრცლად
პრეზიდენტის ადმინისტრაცია მმართველ გუნდს კონსესუსისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია მმართველ გუნდს კონსესუსისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, თუ ხელისუფლებას კონსტიტუციაზე შეთანხმება რეალურად სურს, ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პოლიტიკურ სპექტრს შორის დაწყებულ მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთოს.

„საკონსტიტუციო კომისიის შექმნამდე პრეზიდენტი საუბრობდა, რომ ისე უნდა ემუშავა საკონსტიტუციო კომისიას, რომ კონსესუსი ყოფილიყო. შესაბამისად, შეუძლებელია 10 თვის წინანდელი ინიციატივა იყოს დაგვიანებული. მმართველი პოლიტიკური გუნდი ასევე იყო შეხვედრაზე მოწვეული, თუ მათ კონსესუსი განწყობა ჰქონდათ, ისინი ამ შეხვედრაზე მოვიდოდნენ,"- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

 

დღის ამბები