27 აპრილი 2024,   09:00
ვრცლად
საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების ქონება გადაეცა

საპატრიარქოს ქონება კიდევ გაიზარდა. თბილისის საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების ქონება გადაეცა.

სიმბოლურ თანხად - 1 ლარად გადაცემულ ქონებაში შედის მოსაპირკეთებელი ფილები, დაახლოებით, 40 ათასი ცალი ბეტონის ბორდიური, გარეგანათების ბოძები და სხვა ინვენტარი.

საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანილი საკითხი "რესპუბლიკური პარტიის" წევრებმა გააპროტესტებს. ისინი დაუშვებლად მიიჩნევენ სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიისთვის ქონების სიმბოლურ თანხად გადაცემას.

„როგორც ჩანს, საპატრიარქო ვერ აცნობიერებს, რამდენად დანაშაულებრივია მისი ასეთი თანამშრომლობა ხელისუფლებასთან, ხელისუფლება ამ ბერკეტს ხელიდან არ გაუშვებს, რომ საპატრიარქოს ხარკი უხადოს,"- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

იყო თუ არა გამართლებული ქონების გადაცემა, უმრავლესობის წევრები არ საუბრობენ. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატებმა საკრებულოს შენობა უკომენტაროდ დატოვეს.

განცხადება საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველებში" გაკეთდა.

„მე ვარ მართლმადიდებელი და მორწმუნე ადამიანი და ამიტომ რელიგიის საქმეებში ვერ ჩავერევი. თუ საპატრიარქოს სახელმწიფო რაღაცას გადასცემს, ეს მგონი არ არის დიდი ზიანის მომტანი სახელმწიფოსთვის. მართლმადიდებელი ერი ვართ, რა მოხდა, ალბათ საჭიროა, ვერავინ დაამტკიცებს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას ეს არ სჭირდება,“- განაცხადა მანუჩარ მაჩაიძემ. 

დღის ამბები