27 აპრილი 2024,   07:24
ვრცლად
ახალი სასწავლო წელი ახალი პრიორიტეტებით - ცვლილებები სასადილოს მენიუში და ვაშლები სკოლებში

ვაშლები და ჯანსაღი კვება წელს სასკოლო პრიორიტეტებია. მთავარი ნაბიჯი კი რომელიც მინისტრის გადაწყვეტილებით სკოლებში ამ მიმართულებით გადაიდგა სასადილოების კონცეფციის შეცვლაა. ზედმეტად ტკბილი და ზედმეტად მლაშე საკვები ამიერიდან აიკრძალება. ძალაში რჩება ვაშლების დაპირებაც, ოქტომბრიდან 10 სკოლისთვის 260 000 ვაშლს შეძენა იგეგმება.

მანამდე კი პირველ სასწავლო დღეს უფროსკლასელებს წიგნები, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს წიგნებთან ერთად პორტატული კომპიუტერები და დასვენების გაზრდილი დრო დახვდათ.

ახალი პრიორიტეტებით სასწავლო წელი დღეს საქართველოს მაშტაბით 2085 საჯარო სკოლაში 575000 ათასი მოსწავლესთან ერთად დაიწყო.

 

დღის ამბები