27 აპრილი 2024,   02:22
ვრცლად
”ევროპულმა საქართველომ” გორისა და ქარელის მერობის კანდიდატები დაასახელა

”ევროპულმა საქართველომ” გორისა და ქარელის მერობის კანდიდატები დაასახელა. "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა, გიგი უგულავამ და დავით ბაქრაძემ, ადგილობრივ მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს გორში დავით მახნიაშვილი, ქარელში კი, მარლენ ლომიტაშვილი წარუდგინა.

გორისა და ქარელის მერობის კანდიდატებმა მოსახლეობასთან ინფრასტრუქტურულ, სასმელი წყლის, სოციალურ და სოფლამდე მისასვლელი გზების პრობლემებზე ისაუბრეს.

დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ პარტიის წინასაარჩევნო გეგმა ადგილობრივებს გააცნეს. "ევროპული საქართველოს" ინიციატივის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებზე მოგებულ რაიონებში შემცირდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია და დანამატები.

პარტიის ლიდერების თქმით, ეს თანხა პენსიას მოხმარდება. გორსა და ქარელში პენსია 25 ლარით მოიმატებს.

დღის ამბები