26 აპრილი 2024,   22:47
ვრცლად
საქართველოში არსებული დემოკრატია - საარჩევნო თემატიკაზე ბახმაროში იმსჯელეს

ქართული დემოკრატიის მდგომარეობაზე დღეს თბილისის პოლიტიკის სწავლების ცენტრის და ევროსაბჭოს ინიციატივით, კურორტ ბახმაროში გამართულ შეხვედრაზე მსჯელობდნენ. შეხვედრას ექსპერტები, დიპლომატები, ცესკოს თავმჯდომარე, ომბუდსმენი და პოლიტიკის სწავლების სკოლის 40-მდე რჩეული კურსდამთავრებული ესწრებოდნენ.

სკოლის ხელმძღვანელის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, სკოლამ ფორმატი დაარღვია და ბორჯომის ნაცვლად მსმენელებს, ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს ერთად, ბახმაროში შეხვდა.

სემინარი, რომელიც საარჩევნო თემატიკას შეეხება, ხვალ დასრულდება.

დღის ამბები