26 აპრილი 2024,   12:19
ვრცლად
"გუგავა მოვა" - ექსპრომტად წარმოთქმული ფრაზა ინტერნეტნახვების რეკორდსმენად იქცა

"გუგავა მოვა" - ეს ფრაზა ოთხშაბათიდან დღემდე ყველაზე ხშირად ისმის. "კურიერთან" ინტერვიუში შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ფრაზა ექსპრომტად წარმოთქვა და მოლოდინი, რომ ის ასეთი პოპულარული გახდებოდა, არ ჰქონია. გიორგი გუგავას თბილისის მერობის კანდიდატად წარსადგენი სიტყვა წინასწარ არც პიარჯგუფს დაუგეგმავს და არც თავად გამოსვლის ავტორს.

ბოლო სამი დღეა "ლეიბორისტების" თბილისის მერობის კანდიდატი სოციალურ ქსელში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია.

ინტერნეტნახვების რეკორდსმენად გიორგი გუგავა პარტიის ლიდერის წარდგენამ აქცია. ბიძინა ივანიშვილის სახლთან მისულმა შალვა ნათელაშვილმა თქვა, რომ გუგავა ყველა თბილისელთან ყველა შემთხვევაში მივა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები