27 აპრილი 2024,   00:23
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი რუსეთისა და ბელორუსის საერთო სამხედრო წვრთნებს, "ზაპად 2017"-ს დაესწრო

ვლადიმერ პუტინი რუსეთისა და ბელორუსის საერთო სამხედრო წვრთნებს, "ზაპად 2017"-ს დაესწრო. რუსეთის პრეზიდენტი ლენინგრადის რეგიონში მდებარე პოლიგონზე ჩავიდა, სადაც მას თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი შეხვდნენ.

სტრატეგიული წვრთნები "ზაპად 2017" 14 სექტემბერს დაიწყო და რუსეთისა და ბელორუსის პოლიგონებზე 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.

წვრთნების მიმდინარეობას აკვირდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. ნატოს განცხადებით, სწავლებაში 100 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. 

დღის ამბები