27 აპრილი 2024,   09:14
ვრცლად
ე.წ. პიჯაკების საქმე - დაცვის მხარე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოთხოვილ დოკუმენტებს წარადგენს

ე.წ. პიჯაკების საქმეზე, სასამართლომ დღეს დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მიზანშეწონილად ჩათვალა, ადვოკატებმა წარადგინონ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოთხოვილი დოკუმენტები.

ამ დოკუმენტაციით დგინდება, რომ გრიფით საიდუმლო მუხლით დაფინანსება, რასაც პროკურატურა დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს - თემურ ჯანაშიას ედავება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც ხდებოდა. ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ იზიარებს.

„დღეს წარმოვადგინეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი იყო ქვეყნის პრემიერმინისტრი და რაც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ხელმძღვანელობდა ანზორ ჩუბინიძე, ანალოგიური განკარგულებები, რის შესრულებასაც თეიმურაზ ჯანაშიას ედავებიან, კვლავ გამოიცემოდა და სრულდებოდა,“ - ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია.

სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს სახელმწიფო ბრალდება 8 მილიონ ლარზე მეტი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ედავება.

დღის ამბები