27 აპრილი 2024,   07:20
ვრცლად
სააკაშვილის ადვოკატებმა პოროშენკოს ადმინისტრაციაში მოქალაქეობის ჩამორთმევაზე დოკუმენტაციის მისაღებად ოფიციალური მოთხოვნა ჩააბარეს

მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციაში ოფიციალური მოთხოვნა ჩააბარეს. ადვოკატებმა ის საბუთები მოითხოვეს, რომლის საფუძველზეც საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა შეუწყდა.

სააკაშვილის უფლებების აღსადგენად სწორედ ამ დოკუმენტაციის საფუძველზე უნდა გაგრძელდეს დავა სასამართლოში.

„ჩვენ არავინ წარმოგვიდგინა დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც გაიცა პრეზიდენტის განკარგულება. არ გვაქვს საემიგრაციო სამსახურის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, პრეზიდენტთან არსებული მოქალაქეობის საკითხებში კომისიის მიერ ამ საკითხის განხილვის პროტოკოლები და დანარჩენი საბუთები, რომელთა საფუძველზეც ეს პროცესი წარიმართა. სწორედ ამ დოკუმენტაციის გადმოცემის მოთხოვნა გადავეცით პრეზიდენტის ადმინისტრაციას. კანონის თანახმად, მათ 5 დღეში უნდა მოგვცენ პასუხი. ტექნიკურად ჩვენ განკარგულების გასაჩივრება ამ საბუთების გარეშეც შეგვიძლია მაგრამ ეს იქნება ფიქცია. ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ეს განკარგულება იურიდიული პოზიციიდან ძალიან სუსტია და ამიტომ დროს აჭიანურებს,“- განაცხადა ადვოკატმა, ნაზარ კულჩიტსკიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები