27 აპრილი 2024,   04:31
ვრცლად
ქართული სამხედრო ავიაცია 25 წლის იუბილეს უმძიმეს მდგომარეობაში ხვდება

სამხედრო ავიაციის 25 წლის იუბილეს საქართველოს საჰაერო ძალები მხოლოდ 2 იროკეზით ხვდება. იუბილეზე თავდაცვის კუთვნილი მხოლოდ ორი საფრენი აპარატი და ასევე, ავიატორები იყო წარმოდგენილი, რომლებიც უწყებას ავიაციის გაჩერების შემდეგ შემორჩნენ.

ავიაპარკის განახლებაზე თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორიაც საუბრობს. თუმცა, მისი თქმით, ბიუჯეტში არსებული არასაკმარისი თანხის გამო, ავიაპარკს საფრენი აპარატები მომავალ წლამდე არ შეემატება.  

თავდაცვის უწყებამ დღეს „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს სამხედრო-საავიაციო ბაზაზე შესვლის საშუალება არ მისცა. ამის გამო, ვერ მივიღეთ პასუხი რა ბედი ელის დაკონსერვებულ აპარატებს.

არასაკმარისი თანხის გამო, ქვეყანის შეიარაღებული ძალები ათობით საუკეთესო პილოტსა და ტექნიკას კარგავს. შემცირებაში მოყოლილი და უსაქმოდ დარჩენილი პილოტები სამუშაოდ სხვა ქვეყნებში მიდიან.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები სამხედრო ავიაციაში არსებულ ვითარებას კატასტროფულად აფასებენ.

პასუხები კითხვებზე კონკრეტულად როდის განახლდება სამხედრო საავიაციო პარკი და როდის შეძლებს ქვეყანა სტიქიასთან საკუთარი ავიაციის საშუალებით ბრძოლას, კვლავ პასუხგაუცემელი რჩება.

დღის ამბები