27 აპრილი 2024,   04:09
ვრცლად
ბათუმის განვითარების გეგმა იქნება პასუხი ნებისმიერ სპეკულაციაზე - "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი

„ამჟამად არის უკვე ტექნიკური დავალება მომზადებული გენერალური გეგმისა,“ - ეს პასუხი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ბათუმში, ლაშა კომახიძემ, „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში აჭარის ტელევიზიის პოლიტიკური გადაცემა „კომპეტენტური პასუხის“ წამყვანის, მაია ვარშანიძის შეკითხვას გასცა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქალაქის განვითარების გეგმა უკვე ქალაქის საკრებულომ უნდა განიხილოს.

ლაშა კომახიძის განცხადებით, ქალაქში ქაოტური მშენებლობების აღმოფხვრისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების შესაძლებლობა არსებობს და მას ამის მკაფიო გეგმა აქვს.

„სამუშაო დისციპლინის ხარჯზე, რეგულაციების ზედმიწევნით დაცვის ხარჯზე და სწორედ იმ განვითარების გეგმის დადების შემდეგ და განვითარების გეგმის შინაარსით, რომლის გაკეთებასაც მე ნამდვილად ვპირდები ჩემს მოქალაქეებს. იმიტომ რომ განვითარების გეგმა იქნება პასუხი ნებისმიერ სპეკულაციაზე, სად რა უნდა აშენდეს და როგორ უნდა აშენდეს,“ - განაცხადა ლაშა კომახიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში განვითარების გეგმის შექმნის ხარჯები უკვე გათვლილია.

დღის ამბები