26 აპრილი 2024,   23:18
ვრცლად
"რა ვქნა ახლა, განდაგანა გიცეკვოთ?" - ჯელალ ქიქავა ჟურნალისტებს მიმართავს

„ახლა თქვენ თვითონ დასვით კითხვა და თქვენ თვითონ უპასუხეთ,“ - ასე მიმართა „ლეიბორისტული პარტიის“ მერობის კანდიდატმა ბათუმში, ჯელალ ქიქავამ, გაზეთი „აჭარას“ წამომარდგენელს, ნინო ცხვარაძეს, „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში. 

მისი თქმით, ჟურნალისტებს კითხვები მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან აქვთ და საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებს ხაზს არ უსვამენ.

„გაქვთ პრეზენტაცია „ქართული ოცნების.“ რა ვქნა ახლა, განდაგანა გიცეკვოთ? ის რაც არ აინტერესებს ხალხს, ის კითხვა არ გინდა თქვენ დასვათ,“ - მიმართა ჯელალ ქიქავამ ჟურნალისტებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები