27 აპრილი 2024,   06:11
ვრცლად
პოლიტიკური დემარში - გია ვოლსკი პრეზიდენტს ულტიმატუმის ენით საუბარში ადანაშაულებს 

საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიული დოკუმენტის შექმნის ფაქტს, პოლიტიკურ დემარშს უწოდებს.

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილი გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად, მმართველ პოლიტიკურ ჯგუფს უპირისპირდება.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არსებული სახით მესამე მოსმენით იქნება მიღებული, პრეზიდენტის ვეტო კი დაიძლევა. 

„პოლიტიკური ცხოვრების პარალელური რეჟიმის შექმნა, ეს უფრო პოლიტიკურ დემარშს ჰგავს მით უფრო, მით უმეტეს თუ პრეზიდენტი გარკვეულ პლატფორმას ქმნის პარტიების რაღაც ჯგუფიდან და უპირისპირდება პარტიების მეორე ჯგუფს, მაშინ როდესაც კონსენსუსისთვის უამრავი რაღაც გაკეთდა ჩვენი მხრიდან.

"დაახლოებით იგივეს იმეორებს, რაც იყო ულტიმატუმის თემა და ულტიმატუმის საკითხები, რამაც გამოიწვია მოლაპარაკების პროცესის ჩაშლა,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

პრეზიდენტის და ოპოზიციური პარტიების შეთავაზება კი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევას, და უშიშროების საბჭოს საკონსტიტუციო ორგანოდ დატოვებს ითვალისწინებს. მოთხოვნებს შორისაა საპარლამენტო ზედამხედველობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერება.

ამავე თემაზე
დღის ამბები