27 აპრილი 2024,   01:10
ვრცლად
საქართველოს ძალოვანი უწყებების მაკონტროლებელი ნდობის ჯგუფი 1 წელია უმოქმედოდაა

ძალოვანი უწყებების მაკონტროლებელი ყველაზე ძლიერი მექანიზმი საქართველოში არ ფუნქციონირებს, ერთი წლის განმავლობაში ნდობის ჯგუფი არც ერთხელ არ შეკრებილა, არა და კანონის თანახმად, ეს 2-ჯერ უნდა გააკეთოს, გააკონტროლოს თავდაცვის და შსს-ს შესყიდვები და ფარული საგამოძიებო ქმედებები.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი აბესაძე, რომელიც ნდობის ჯგუფში ოპოზიციას წარმოადგენს, აცხადებს, რომ ჯგუფის წევრებმა უკვე 1 წელია არ იციან, რა საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჯგუფი სრულად ჯერ არ დაკომპლექტებულა.

უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვან პრობლემას არ წარმოადგენს და ჯგუფი მისი ხელმძღვანელის, ირაკლი სესიაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაკომპლექტდება.

ანალიტიკოსები კი აცხადებენ, რომ ეს ქვეყნის უსაფრთხოების მოშლის ტოლფასია.

დღის ამბები