27 აპრილი 2024,   10:12
ვრცლად
„ევროპული საქართველოს" ლიდერები სამეგრელოს რაიონის მოსახლეობას ხვდებიან

„ევროპული საქართველოს“ სენაკის მერობის კანდიდატი მურად შამათავა პარტიის ლიდერთან დავით ბაქრაძესთან ერთად, სამეგრელოს რაიონში მოსახლეობას ხვდება. ძველ სენაკში და შხეფის უბანში სოციალურ პრობლემებთან ერთად, მოსახლეობას გაზიფიცირების, სოფლის შიდა და გარე გზების, გარე განათების პრობლემები აწუხებს.

ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემების განხილვის პარალელურად, "ევროპული საქართველოს "წარმომადგენლები ადგილობრივებს წინასაარჩევნო პროგრამასაც აცნობენ.

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებზე მოგებულ რაიონებში გაუქმდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია და დანამატები, ამ თანხით კი, სენაკში პენსია 20 ლარით გაიზრდება.

დღის ამბები