27 აპრილი 2024,   08:05
ვრცლად
მიწისძვრა მექსიკაში - მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ

მექსიკაში ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ. მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ცენტრალურ რეგიონებში მასშტაბური ოპერაცია უკვე ორი დღეა მიმდინარეობს, თუმცა მაშველების მთავარი ყურადღება დედაქალაქში ერთ-ერთ სკოლის შენობაზეა გადატანილი.

მათი თქმით, ნანგრევებში მოყოლილი 12 წლის გოგონა ცოცხალია, თუმცა იმ ადგილამდე ჩასვლას, სადაც ბავშვი იმყოფება, ამ დრომდე ვერ ახერხებენ. მხოლოდ ამ ადგილას 7.1 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებს 21 ბავშვი და 5 უფროსი ემსხვერპლა, საერთო ჯამში კი მიწისძვრის შედეგად 250-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მექსიკაში სამ დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

Reuters TV სამაშველო ოპერაციას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ.

დღის ამბები