27 აპრილი 2024,   00:04
ვრცლად
"ქაოტური განაშენიანება, უსახური შენობა ნაგებობები, სუნთქვა აღარ შეიძლება ქალაქში" - კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი ბარბარეს უბნის, მოსკოვის გამზირის, აფრიკისა და ქაიროს დასახლებების მცხოვრებლებს შეხვდა. კახი კალაძემ ადგილობრივებს ქალაქის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო.

საუბარი შეეხო ურბანულ განვითარებას, ეკოლოგიის გაუმჯობესებას, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებას, სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს.

„დედაქალაქი უნდა იგრძნობოდეს ყველა რაიონში მცხოვრები ადამიანისთვის. ქაოტური განაშენიანება, უსახური შენობა ნაგებობები, სუნთქვა აღარ შეიძლება ქალაქში. ამიტომ, ჩვენთვის ყველა რაიონი, ყველა უბანი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მათი ხელშეწყობა პროგრესი, წინსვლა, განვითარება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები