07 მაისი 2024,   07:54
ვრცლად
სამების ტაძრის რეაბილიტიაციაზე ფინანსებს პატრიარქის ქორეპისკოპოსი განაგებდა - დეკანოზი მამალაძე

„კურიერმა“ ე.წ. ციანიდის საქმის ახალი აუდიო ჩანაწერი მოიპოვა. ჩანაწერში დეკანოზი აცხადებს, რომ ხანძრისაგან დამწვარი სამების საკათედრო ტაძრის რეაბილიტიაციაზე მეუფე იაკობის მიერ დაქირავებული კომპანია მუშაობდა და ფინანსებსაც პატრიარქის ქორეპისკოპოსი განაგებდა. 

„რადგან მე სამების ტაძრის სარეაბილიტაციო კომისიის წევრი ვიყავი, ამაზე დაყრდნობით ბრალდება 2 მილიონი ლარის მითვისებას მაბრალებდა,“ - განაცხადა დეკანოზმა.

გიორგი მამალაძის თქმით, სარეაბილიტაციო კომისიაში მასთან ერთად სხვა სასულიერო პირებიც მუშაობდნენ და კომისიაში განსაკუთრებული უფლებით არ სარგებლობდა. 

„მსგავსი ლოგიკით, თანხები კომისიის თავმჯდომარეს, ტაძრის წინამძღვარს მამა ილია ნასიძეს, კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, საპატრიარქოს კომენდანტს მამა კახაბერ გოგოტიშვილს, პატრიარქის მდივანს მამა მიქაელ ბოტკოველსაც უნდა მიეთვისებინა. კომპანია, რომელიც სამუშაოებს ასრულებდა, მეუფე იაკობის მიერ იყო დაქირავებული და ფინანსებთანაც შეხება მეუფეს ჰქონდა მხოლოდ,“ - აცხადებს გიორგი მამალაძე.

 

დღის ამბები