02 მაისი 2024,   11:22
ვრცლად
არასაპარლამენტო ოპოზიცია ლიდერთა საბჭოს ქმნის

არასაპარლამენტო ოპოზიცია ლიდერთა საბჭოს ქმნის. სწორედ ეს გაერთიანება იმუშავებს ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე, რომლის მთავარი პრიორიტეტიც, საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება. პოლიტიკურმა პარტიებმა დღეს კონსულტაცია "თბილისი მერიოტში" გამართეს.

”ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩატარდა ლიდერთა საბჭოს პირველი სხდომა, რომელმაც მიმდინარე კონსტიტუციური ცვლილებები გამოაცხადა არალეგიტიმურად და უსამართლოდ. ეს არის პოლიტიკური ვერდიქტი და თუ ივანიშვილის რეჟიმი მაინც შეეცდება ოლიგარქიული დიქტატურის დამყარებას ამ გზით, ხალხს წარმოეშვება უფლება დაიცვას კონსტიტუციური წყობა, მათ შორის სახალხო გამოსვლების გზით,“ - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

პოლიტიკური ერთობა ”ახალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატის გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს.

“მთავარი საკითხი არის, რომ არის საკონსტიტუციო ცვლილებები და ის დაცინვა, რომელსაც "ქართული ოცნება" აკეთებს მთელი საზოგადოების წინაშე და მეორე არის, გაყალბების მანქანა, რომელიც უკვე აამოქმედა "ქართულმა ოცნებამ", ე.წ. მწვანე უბნები, რომლებიც აქვს და ფაქტობრივად არჩევნების ჩატარებას არ აპირებენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ოპოზიცია ამ ყველაფერს უნდა დაუპირისპირდეს,“ - აღნიშნა ვაშაძემ.

 

დღის ამბები