03 მაისი 2024,   10:09
ვრცლად
"არ ვიცნობ მურთხარლის და ლეილა მუსტაფაევას" - "კურიერს" ბაგიშ მამედოვი დაუკავშირდა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ოჯახის მიერ გასაჯაროებულ ერთ-ერთ ფოტოზე აღბეჭდილი ბაქოს მცხოვრები, ბაგიშ მამედოვი ცოტა ხნის წინ "კურიერს" დაუკავშირდა. მისი თქმით, მუხთარლის საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს და არასდროს უთვალთვალებდა არც ჟურნალისტს და არც მის ოჯახს.

„ეს ფოტო გადაღებულია 2016 წელს საქართველოს ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც მეგობრებთან ერთად ქორწილში ვიმყოფებოდი. ამას სასტუმროს დირექტორიც დაგიდასტურებთ. ისინი კი ამტკიცებენ, რომ ფოტო 2017 წლის მარტშია გადაღებული, მანამდე, ვიდრე აფგან მუხთარლის გაიტაცებდნენ. ამბობენ, რომ თითქოს, მათ ვუთვალთვალებდით და კავშირი გვაქვს მუხთარლის საქმესთან. ეს ტყუილი და ცილისწამებაა. შემიძლია შევხვდე და ჩემი სიმართლე დავამტკიცო. მე საერთოდ არ ვიცნობ არც მურთხარლის და არც ლეილა მუსტაფაევას. ვარ რიგითი მეწარმე და დაკავებული ვარ მშენებლობით, ეს ყველამ იცის და ვერ ვხვდები, რაში დასჭირდათ ასეთი ტყუილების თქმა,“- განაცხადა ბაგიშ მამედოვმა.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები