27 აპრილი 2024,   03:50
ვრცლად
ირაკლი სესიაშვილს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ

თბილისის მერიამ დიღომში მდებარე ფართობზე აუქციონი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის მოთხოვნის საფუძველზე გამოაცხადა. ირაკლი სესიაშვილს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი ადანაშაულებს.

საქმე ეხება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მიერ, თბილისში დიღმის დასახლებაში, 637 კვადრატული მეტრი სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის მინიმალურ ფასად, 30 694 შეძენას.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ აუქციონი სპეციალურად დეპუტატისთვის გამოაცხადა და ვაჭრობის დროს ირაკლი სესიაშვილს კონკურენტი არ ჰყოლია. ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს ირაკლი სესიაშვილი. დეპუტატი ამტკიცებს, რომ მას კანონი არ დაურღვევია.

მერიაში ამტკიცებენ, რომ აუქციონში მონაწილე პირის შესახებ ინფორმაცია მათ არ ჰქონდა, რადგან განაცხადი მხოლოდ ელექტრონულად ივსება.

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ის სამსახურეობრივი მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ მიწის ნაკვეთის შესყიდვის თაობაზე დეტალურ განმარტებებს გააკეთებს. 

დღის ამბები