27 აპრილი 2024,   03:44
ვრცლად
მამა გიორგი მამალაძის ბოლო, 53 წუთიანი სიტყვა საპატრიარქოს შიგნით არსებულ მთელ შიდა დაპირისპირებას ფარდას ხდის

ციანიდის საქმის მთავარი ბრალდებული იმ სასულიერო პირებს ასახელებს, ვინც თითქმის 4 მილიონი ლარის განკარგვაში იყო ჩართული. პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობ იაკობიშვილის და საპატრიარქოს სამი გავლენიანი სასულიერო პირის კავშირი სამების ტაძრის ხანძართან, სასამართლოზე, მამა გიორგი მამალაძის საბოლოო სიტყვის ერთ-ერთ თემა იყო. 

სასამართლოს სხდომის აუდიოჩანაწერიდან, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა ირკვევა, რომ მამა გიორგი მამალაძე ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებიდან 2 მილიონის გაუჩინარების ფაქტზე საუბრისას ყველაზე ხშირად ქორეპისკოპოს იაკობს ახსენებს. ირკვევა, რომ მეუფე იაკობმა სამების აღსადგენად, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია "ზიმო" შეარჩია, ფირმა, რომელსაც ყოფილი პრემიერის ხეები აჭარიდან გურიაში გადააქვს. სამუშაოებს კი საპატრიარქოს მხრიდან სამების კეთილმოწესე მამა იოანე მჭედლიშვილი კურირებს.

მამალაძე ბოლო სიტყვის დროს ვრცლად საუბრობს, როგორ ზეწოლას ახდენდნენ მასზე რათა დუმილი არ დაერღვია და ჩაუდენელი დანაშაული ეღიარებინა. დაკავებული სასულიერო პირი ყვება, რომ ციანიდის შეძენიდან საქმის მთავარი მოწმეს ფინანსური სარგებლის მიღებას ცდილობდა, სწორედ ირაკლი მამალაძემ შესთავაზა მომწამვლელი ნივთიერების რეალურ ფასზე ძვირად შეძენა. დეკანოზის თქმით პროკურატურის მოწმემ სარგებელი ვერ მიიღო, რის შემდეგაც უკვე იარაღის შენახვის სქემა დაგეგმა. 

დეკანოზ გიორგი მამალაძის საბოლოო სიტყვის ჩანაწერში მოთხრობილ სკანდალურ ისტორიებზე, მთავარი პროკურატურა მეორე დღეა დუმს. დაკავებული დეკანოზი შანტაჟში პროკურორ ჯარჯი წიკლაურს ადანაშაულებს. წიკლაური კი მღვდელს არ პასუხობს.

დღის ამბები