03 მაისი 2024,   11:37
ვრცლად
დავით ბაქრაძე ტყიბულის რეგიონის პრობლემებს ეცნობა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე ტყიბულის მერობის კანდიდატთან, რუსლან ჯულაყიძესთან ერთად, რეგიონების მოსახლეობას ხვდება. ადგილობრივებს მძიმე სოციალური ფონი და ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებთ.

ტყიბულში მოსახლეობა ავარიული კორპუსის რეაბილიტაციას ითხოვს. სტალინის უბანში მცხოვრებლები ამბობენ, რომ თვითმმართველ ორგანოს არა ერთხელ მიმართეს, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს.

სოფელ მუხურის მოსახლეობა მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებას ითხოვს. რეგიონისთვის მნიშვნელოვანია გაზიფიცირება და პირველადი სამედიცინო დახმარების პრობლემის გადაჭრა. 

დღის ამბები