26 აპრილი 2024,   08:30
ვრცლად
"ეკლესია შეზრდილია ხელისუფლებასთან" - ხათუნა სამნიძე

"იმდენად შეზრდილია ხელისუფლება და საპატრიარქო, იმდენად ურთიერთსარგებელზეა აგებული ურთიერთობა, კითხვა არ ჩნდება, რატომ უნდა გადავცეთ საჯარო ქონება საპატრიარქოს,"- ეს განცხადება "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" საუბრისას განაცხადა.

ოპოზიციის წევრის თქმით, საპატრიარქოს თემას არცერთი პარტია არ ეხება, თუმცა ამ თემაზე აუცილებელია ლაპარაკი.

"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, გავლენიანი ინსტრუმენტი საქართველოში. ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი ეკლესია, გავლენებისგან და მართვისგან. ის, რომ ეკლესია შეზრდილია ხელისუფლებასთან და ოპოზიციური ძალების ნაწილთან, ახალი არ არის... საკრებულოს სხდომაზე თბილისის საკრებულო ერთ ლარად გადასცემს მიწას საჯარო ქონებას დასაბუთების გარეშე. 2016-2017 წლებში საპატრიარქოს თბილისის საკრებულომ 183 ათასი კვ.მ. გადასცა,"- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

"რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელმა რუსულ გავლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის გაძლიერებულია.

 

დღის ამბები