27 აპრილი 2024,   08:14
ვრცლად
მარკ ცუკერბერგმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

მარკ ცუკერბერგმა დეკრეტული შვებულებიდან გამოსვლიდან პირველივე დღეს შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. სოციალურ ქსელ facebook-ის დამაარსებლის თქმით, კომპანიამ გამოძიების ფარგლებში კონგრესთან თანამშრომლობა დაიწყო.

მარკ ცუკერბერგმა იმ საშუალებებზეც ისაუბრა, რომლითაც facebook ყალბი გვერდების შექმნასა და არჩევნებში ჩარევის მცდელობებს შეეწინააღმდეგება. სოციალური ქსელი პოლიტიკურ რეკლამას უფრო გამჭვირვალეს გახდის და მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს, თუ ვინ გადაიხადა თანხა. ასევე კომპანია დამატებით 250 თანამშრომელს აიყვანს, რომლებიც არჩევნების სამართლიანობაზე იმუშავებენ. facebook მთელს მსოფლიოში საარჩევნო კომისიებთან პარტნიორობასაც გააძლიერებს.

დღის ამბები