27 აპრილი 2024,   04:53
ვრცლად
განათლების სამინისტროს მიერ გაუქმებული სსიპ და 200-მდე თანამშრომელი, რომელიც უწყებას უპირისპირდება

კომპანია UGT-ის, რომელმაც განათლების სამინსიტროს მიერ, სკოლების IT ინფრასტრუქტურის გასამართად გამოცხადებული ტენდერი მოიგო, 150 თანამშრომლის გარეშე დარჩა. ისინი განათლების სამინისტროსა და კომპანიას მათ ექსპლუატაციაში ადანაშაულებენ.

UGT-მ, რომლის გენერალური დირექტორის მოადგილე 10 წლის წინ თავად განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა იყო, სამინისტროს მიერ გაუქმებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის, „მართვის საინფორმაციო სისტემების“ 200 თანამშრომელი უნდა მიიღოს. მინისტრის განცხადებით, სსიპ-ში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა, 300 ადამიანი, სკოლების მომსახურებისთვის, გადაჭარბებული იყო და ამიტომ, მათი შემცირება კარგი გადაწყვეტილებაა.

კომპანია UGT-ის სამინისტრო 3 438 740 ლარს გადაუხდის, ხოლო თანამშრომლების განცხადებით, მათ გაორმაგებული მუშაობა ნაკლები ხელფასის სანაცვლოდ მოუწევთ. ისინი ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას არ აპირებენ. ამასობაში კი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, კომპანიის მიმართ შეკითხვები და დახმარება დასჭირდათ კომპანიისგან სკოლებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, 150 თანამშრომელი პირობებზე თანახმა არ არის, თუმცა, მათი შემცვლელების მოძებნა არ გაუჭირდებათ.

სკოლების კომპიუტერული ქსელებით უზრუნველყოფისა და მომსახურების ერთი სსიპ-ისთვის დაქვემდებარება, ჯერ კიდევ დიმიტრი შაშკინის მინისტრობის პერიოდში გადაწყდა. ამ სფეროს სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ არცერთი მინისტრი გადაწყვეტილება არასწორია, რადგან სახელმწიფოსა და სკოლას შორის შუამავლის არსებობა ბიუროკრატიასა და ხარჯებს ზრდის, ამასთანავე, სკოლებს დამოუკიდებლად განვითარების საშუალებას არ აძლევს.

ავტორი: თენგო გოგოტიშვილი.

დღის ამბები