27 აპრილი 2024,   03:10
ვრცლად
არასწორად შევსებული დეკლარაცია - გიორგი გახარიას ბიზნესი რუსეთში

რუსეთის საგადასახადო სამსახურის ახალი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკის მინისტი, გიორგი გახარია, კომპანია „ფუდოტელის“ მფლობელია, კომპანიის, რომელიც მოსკოვის შემოგარენში, ერთ-ერთი სასტუმროს შენობაში რესტორანს ფლობს.

გიორგი გახარია კომპანიის ერთ-ერთი სარეკლამო ვიდეორგოლშიც ჩანს.

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მინისტრს რუსეთში არსებულ კომპანიებთან კავშირი არ აქვს.

თავად გახარიამ შეკითხვას სხვა ტელეკომპანიის ეთერში უპასუხა და განაცხადა, რომ არანაირი ბიზნესინტერესები სხვა ქვეყნის კომპანიებში არ აქვს.

მინისტრის სახელი სააქციო საზოგადოება „შეფის“ წილის მფლობელებს შორისაც ფიგურირებს. როგორც ირკვევა,  გახარიას, კომპანია „შტულე ჰოლდინგ ლიმითედი“ კომპანიის 80% წილის სანაცვლოდ თანხის გადაუხდელობაში და წილების მითვისებაში ადანაშაულებს და საქმე საარბიტრაჟო სასამართლოშიც მოხვდა.

ამ საკითხზე ეკონომიკის სამინიტროში აცხადებენ, რომ მინისტრის მიერ ამ თანამდებობის დაკავებამდე არსებული ბიზნესურთიერთობების დროს საქმე მართლაც მოხდა საარბიტრაჟო სასამართლოში, მაგრამ დღეს, ამ საქმესთან გიორგი გახარიას კავშირი არ აქვს.

თუმცა, 2013-2014 წლრბში გახარია საგადასახადო ომბუდსმენი იყო და ვალდებულება ჰქონდა კომპანიის მფლობელობის შესახებ დეკლარაციაში მიეთითებინა.

დეკლარაციაში არასწორი ინფორმაციის მითითების შემთხვევაში,  თანამდებობის პირს ჯარიმა ეკისრება, მაგრამ თუ გაჩნდა ეჭვი, რომ დეკლარაცია განზრახ არასწორად შეავსეს, მაშინ საქმე საგამოძიებო უწყებებს გადაეცემა.

ავტორი: ლაშა კვესელაძე.

დღის ამბები