06 მაისი 2024,   10:58
ვრცლად
სკანდალური ინტერვიუს ავტორი ალეკო სამუშია ციხიდან შსს-ს ოჯახის დაცვას სთხოვს

ოჯახის დაცვას სთხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროს ალეკო სამუშია. ამ მოთხოვნით უწყებას დღეს "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრი" მიმართავს. ზვიად კუპრავა ინფორმაციის მიწოდებას სახალხო დამცველისთვის გეგმავს. მისი განცხადებით, მსჯავრდებული ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელმა უნდა მოინახულოს.

კუპრავას განმარტებით, "რუსთავი 2"-სთვის მიწოდებული ინფორმაციის გამო, სიუჟეტის გასვლიდან მალევე, სპეცსამსახურების საიდუმლო აგენტი, სამუშია ყოფილი სამართალდამცველებისთვის განკუთვნილი გლდანის სპეციალური კორპუსიდან, რუსთავის მე-6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც სასჯელს განსაკუთრებით მძიმე დანაშულისთვის მსჯავრდებულები იხდიან.

დღის ამბები