27 აპრილი 2024,   07:38
ვრცლად
კახა კუკავა "ევროპულ საქართველოს" ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებს

თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კუკავა პარტია „ევროპული საქართველოს“ ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებს. ეს განცხადება „დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატმა დღეს, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. კუკავა განმარტავს, რომ ბაქრაძე უგულავას გუნდისა და ხელისუფლების გარიგების შესახებ დასკვნის გაკეთების საფუძველს მას წინასაარჩევნო შემოწირულობების სტატისტიკა და პარტიის ფინანსური შესაძლებლობები აძლევს.

„ევროპულ საქართველოს" ხელისუფლება უქმნის სასათბური პირობებს. გამოქვეყნდა ბოლო მონაცემები აუდიტის სამსახურის, სადაც ჩანს, რომ იმ 4 მილიონ 800 ათასი ლარიდან,  რომელიც არის შემოწირულობების საერთო ჯამი, 93 % არის ჩარიცხული "ქართული ოცნების" სალაროში, ხოლო 6%-მდე არის ჩარიცხული „ევროპული საქართველოს“ სალაროში და მთელი დანარჩენი ოპოზიცია ჯამში იღებს შემოწირულობების 0.2 %-ს. გასაგებია უკვე, რომ კეზერაშვილი და სხვა მმართველი ბიზნესმენები იღებენ დირექტივებს ხელისუფლებისგან. იგივე მდგომარეობა არის გარე რეკლამის კუთხით,“ - აღნიშნა კუკავამ.

კუკავას თქმით, სარეკლამო ბილბორდებზე, ქალაქში, მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ბანერებია გამოკრული. 

კახა კუკავას დღეს "ევროპულ საქართველოში" უპასუხეს. 

„დღეს ბატონი კუკავა არის იმ ჯგუფის მერობის კანდიდატი, რომელსაც ღიად, ყოველგვარი დამალვის გარეშე ბიძინა ივანიშვილმა უწოდა მისთვის სასურველი ოპოზიცია,“ - აცხადებს ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი კიკნაველიძე.

დღის ამბები