27 აპრილი 2024,   04:30
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" მარნეულის მერობის კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება

"ევროპული საქართველოს" მარნეულის მერობის კანდიდატი, აჰმედ იმამკულიევი ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება. ქვემო ყულარის მოსახლეობასთან შეხვედრაზე იმამკულიევი სოფლის პრობლემებს გაეცნო.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, სოფელში სასმელი, სარწყავი წყლის და გარე განათების პრობლემაა.

სოფელს არც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აქვს. ადგილობრივების თქმით, სასწრაფო რემონტს საჭიროებს სოფელში არსებული ერთადერთი სკოლაც.

დღის ამბები