27 აპრილი 2024,   04:39
ვრცლად
პარლამენტმა მიიღო ოლიგარქიული კონსტიტუცია - „ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი

„პარლამენტმა დღეს მიიღო ოლიგარქიული კონსტიტუცია და მე ვფიქრობ, ზუსტად ეს იქნება დასაწყისი ამ რეჟიმის დასასრულის,“ - ასე აფასებს „ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი, სამსონ გუგავა კონსტიტუციის მიღებას.

მისი თქმით, მოსახლეობა მათ ხელისუფლებაში დიდხანს ყოფნის საშუალებას არ მისცემს.იგი განმარტავს, რომ მთავრობა პასუხისმგებელია არა ხალხთან, არამედ ბიძინა ივანიშვილთან.

„არჩევანის“ ეთერში სამსონ გუგავამ ქუთაისში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრა.

„ამ წლების განმავლობაში არ შექმნილა ქუთაისში არანაირი ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფდა ადამიანების დასაქმებას, ადამიანების დაკავებას. მეორე, დიდი უბედურება ეს არის, ზუსტადაც, რომ ჯანდაცვის ხელმიუწვდომელობა,“ - აცხადებს სამსონ გუგავა. 

დღის ამბები