27 აპრილი 2024,   03:25
ვრცლად
რეკომენდაცია არა მარტო კალაძემ გამიწია - „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

„ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ზარქუა მერობის კანდიდატის კახი კალაძის ოჯახთან ახლო ურთიერთობას ადასტურებს. ის აცხადებს, რომ მისი და და კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძე მეგობრობდნენ, შესაბამისად ახლოს იყვნენ მათი ოჯახებიც.

ირაკლი ზარქუა აღნიშნავს, რომ კახი კალაძის პოლიტიკაში წასვლის შემდეგ, ისინი კიდევ უფრო დაახლოვდნენ.

„ანუკი არეშიძე და კახი კალაძე ჩემი ოჯახისთვის იყო 2012 წელსაც მეგობარი, 13-შიც, 14-ში, 15-შიც და 16-შიც,“ - განაცხადა ზარქუამ.

ის ამბობს, რომ მას რეკომენდაცია „არა მარტო კალაძემ" გაუწია.

დღის ამბები