27 აპრილი 2024,   03:31
ვრცლად
მთავრობამ მინისტრ ციხელაშვილის მეუღლის ფირმას 100 ათასამდე ლარი გადაურიცხა

შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის მეუღლის ფირმას საქართველოს მთავრობამ ლობისტური საქმიანობისთვის, 2016 წელს 100 ათასამდე ლარი გადაურიცხა.

კომპანია "რეს-საზოგადოებრივი და კორპორატიული ურთიერთობები" საქართველოს ხელისუფლებას გერმანიის მთავრობასთან ურთიერთობების გაუმჯობესებასა და სტრატეგიულ კომუნიკაციაში უნდა დახმარებოდა. ქეთევან ციხელაშვილის მეუღლე, არმინ ჰუტენლოხერი ამ ფირმის 100%-ის მფლობელია.

„მედიატორის“ 2017 წლის კვლევის თანახმად, ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს მთავრობის ყველაზე მდიდარი მინისტრების სამეულში შედის.

პრემიერმინისტრის მრჩეველი, თედო ჯაფარიძე ამბობს, რომ ქეთევან ციხელაშვილის მეუღლის ფირმის შესახებ არაფერი იცის.

ოპოზიცია მინისტრის მეუღლის კომპანიის დაქირავებას და მისთვის ჰონორარის გადარიცხვას აპროტესტებს.

საქართველოს მთავრობის ლობისტებით "ნიუ იორკ თაიმსიც" დაინტერესდა. ამერიკული გამოცემის საგამოძიებო პროექტში ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი, ბრუკი ვილიამასი მონაწილეობდა, რომელიც ამბობს, რომ მათი ყურადღება იმ თანხებმა მიიპყრო, რომელსაც საქართველოს მთავრობა ამერიკულ ლობისტურ კომპანიებზე ხარჯავს. 

 

 

დღის ამბები